თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ჩვენი ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

პრემიერმა მგზავრების ნაკადის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს.

"სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 56%-იანი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, 82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს.

ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა. სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საერთაშიროსო აეროპორტი არის ჩვენი ქვეყნის საჰაერო კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ,,ტავ ჰოლდინგმა“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს ეფრო ეფექტიან მომსახურებას.

ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ არსებული ავიაკომპანიები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ ქსელს, ამატებენ ახალ მიმართულებებს და ზრდიან რეისების რაოდენობას", - განაცხადა პრემიერმა.