აფეთქება ლონდონის მეტროში. პრესის ინფორმაციით, ინციდენტი „თაუერ ჰილის“ სადგურზე მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში მობილური მოწყობილობის აკუმულატორი აუფეთქდა. ვაგონში მცირე აალება მოხდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.