პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიამ თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა

პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიამ თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა

პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიამ თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დოკუმენტს მხარს არ უჭერს არც ვენეციის კომისია.

”თანხმობის დოკუმენტი უწოდა პრეზიდენტმა იმ დოკუმენტს, რომელიც მან შეადგინა 20 პარტიასთან ერთად. 20 პარტია საქართველოში ნამდვილად არ არსებობს. თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა. ჩვენ მიგვითითებდნენ, რომ ნაჩქარევად წარიმართა პროცესი იმ დროს, როდესაც 4 თვე საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117 დეპუტატი, ეს არის თანხმობის დოკუმენტი, თუმცა 8 სპარლამენტო ფრაქციიდან 5 ფრაქცია მხარს არ უჭერს, ასევე მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა”, - განაცხადა კობახიძემ.