შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნულმა ლევან ბოძაშვილმა ელჩის პოსტზე უარი თქვა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოძაშვილმა შესაბამისი პროცედურის დაწყებისთვის, ოფიციალური განცხადებით საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე მიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა კანდიდატებთან მუშაობა.
ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მას უფლებამოსილების შესრულება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო.