თამარ ჩუგოშვილმა უმცირესობის მიერ პარლამენტის სხდომის დატოვებას „ძალიან საცოდავი შოუ“ უწოდა

თამარ ჩუგოშვილმა უმცირესობის მიერ პარლამენტის სხდომის დატოვებას „ძალიან საცოდავი შოუ“ უწოდა

ძალიან საცოდავი შოუ იყო, - ასეთი რეპლიკით შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ”ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვების შესახებ, რომელზეც საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უმცირესობის ამ გადაწყვეტილებას სიცილით და სტვენით შეხვდნენ.

”ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.

როგორც ”ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.