საქართველოს პარლამენტის დარბაზი დატოვეს კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა

საქართველოს პარლამენტის დარბაზი დატოვეს კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა

დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზი დატოვეს კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას „ევროპული საქართველოს“ მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების ფაქტს.

გაბუნიას თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა კონსტიტუცია, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების მარადიულ მმართველობას ითვალისწინებდა.

„დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზი დატოვეს კონსტიტუციის ქომაგთა ნიღაბს ამოფარებულებმა, რომელთაც ძალაუფლების გადაჭარბებული და უზომო, მანიაკალური სიყვარულის გამო დაწერეს კონსტიტუცია, რომელიც მათ მარადიულ მმართველობას ითვალისწინებდა. ამ კონსტიტუციას ვუსვამთ დღეს წერტილს, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.