დღეს, ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრებიან

დღეს, ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრებიან

დღეს, 25 სექტემბერს, 14.45 საათზე,  ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრებიან. ღონისძიება ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის ელჩი  საქართველოში იან კელი გახსნიან.  (მისამართი: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 1)

ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო.“

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტერიტორიაზე დაგეგმილია ლეგენდარული მეცნიერის - კარლ საგანის სახელობის ოთახის გახსნა. გარდა ამისა, 16:00 საათიდან 17:30 საათამდე NASA-ს წარმომადგენლები  შეხვდებიან ქართველ სტარტაპებს, რომელთაც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.