აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მადათ გულიევის განცხადებით, სპეცსამსახურების დროული მოქმედებების შედეგად, ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
გულიევის თქმით, ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ასრულებენ ქვეყნის მეთაურის მოთხოვნებს, შეუძლიათ დროულად აღკვეთონ მსგავსი მცდელობები.
გულიევმა დღესვე განაცხადა, რომ დაახლოებით, 900 აზერბაიჯანელი შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამური სახელმწიფო“, მათგან 85 სამართალდამცველებმა დააკავეს, 195-ს ჩამოერთვა მოალაქეობა, უმეტესი მათგანი კი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.