გერმანიის ქალაქ როითლინგენის სასამართლო ფსიქიატრიის კლინიკიდან სამი საშიში ბოროტმოქმედი გაიქცა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იუწყება.
თანამშრომლებმა ამ ადამიანების მიერ კლინიკის დატოვების შესახებ შემთხვევით გაიგეს, რადგან იმ შენობაში, სადაც ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ, სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა.
გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ რადიატორთან არსებული კედელი გაიტანეს, საწოლის ზეწრებით კი ქვემოთ ჩასვლა მოახერხეს. ამ დროისთის გაქცეულების ძებნა მიმდინარეობს. მათ 40 პოლიციელი, ძაღლები და ვერტმფრენი ეძებს.