სამების საკათედრო ტაძარში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს. ნაწილები სამებაში ეროვნული მუზეუმიდან გადაიტანეს. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხვალამდე სიწმინდე სამების საკათედრო ტაძარში მოილოცონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.
25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილებით კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემბერს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ კი სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები დროებით, ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს.