უცნობი მჟავას შესხმის შედეგად, ლონდონში ექვსი ადამიანი დაშავდა

უცნობი მჟავას შესხმის შედეგად, ლონდონში ექვსი ადამიანი დაშავდა

ექვსი ადამიანი დაშავდა ლონდონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამვლელებისთვის სახეში მჟავის შესხმის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდების ორი ჯგუფი გამვლელებს უცნობ ნივთიერებას ასხამდა. პოლიციამ ადგილზე 15 წლის მოზარდი დააკავა. სამართალდამცველები ამ ინციდენტს ტერაქტად არ მიიჩნევენ.

ექიმებმა ექვს ადამიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათგან სამი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.