საყდრისის კომიტეტი დღეს 11 საათზე კომპანია "რიჩ მეტალ გრუპის'' (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს, სადაც გაასაჯაროებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ (15 12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს.
როგორც საყდრისის კომიტეტში აცხადებენ , დასკვნის თანახმად , ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს.
გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროვებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას. კომპანია კი კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას - აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები.
ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას - არემჯის ლობი ხელისუფლებაში.
მისამართი- მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი)