სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სპორტის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წლიs დაწყებასთან . დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გამართუ მიღებას დაესწრნენ.

შოთა ხაბარელმა, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და  წარმატებები უსურვა.

2017-2018 წლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო ჯამში ხუთასამდე სტუდენტი მიიღებს განათლებას, მათგან 160 პირველკურსელია.

მომავალი წელი სასწავლებლისთვის საიუბილეოა, მას  80 წელი უსრულდება და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული თარიღის საზეიმო აღნიშვნას გეგმავს, რომელზეც სასწავლებლის მესვეურები უცხოეთის სპორტული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების მოწვევასაც აპირებენ.

საზეიმო მიღების დასასრულს, სპორტის რაინდის ტიტულითა და მედლით დაჯილდოვდა უნივერსიტეტის უხუცესი კურსდამთავრებული, განვლილი 70 წლის განმავლობაში ამავე სასწავლებლის მასწავლებელი, 93 წლის ოთარ ვახანია.