ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია

ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია

ლვოვის ოლქის სასამართლომ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები საფუძვლიანად მიიჩნია. ამის შესახებ ლვოვის ოლქის სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს.

”წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის და შეფასების შემდეგ სასამართლომ, დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა, მტკიცებულებები კი დასაშვებად სცნო. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავით საყვარელიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

დავით საყვარელიძე 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიება მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ჯგუფის მიერ), 332-ე (სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა) მუხლებით და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.