ასოცირების საპარლამეტო კომიტეტის მეხუთე სხდომა

ასოცირების საპარლამეტო კომიტეტის მეხუთე სხდომა

19-20 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების განსახილველად საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის დელეგაციები სხდომაზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ.

სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და საკონსტიტუციო რეფორმას, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების გეგმებზე.  კომიტეტი ცალკე საკითხად განიხილავს მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.

სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიიღებს განცხადებას და რეკომენდაციებს. 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და მას ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმი (გაერთიანებული სამეფო/კონსერვატორები).