ამხანაგური მატჩი ფეხბურთში ადიგენში

ამხანაგური მატჩი ფეხბურთში ადიგენში

17 სექტემბერს ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა ადიგენის ,,ზარზმა"–ის ვეტერანებს და ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის ფეხბურთელებს შორის.შეხვედრა ვეტერანების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. საფეხბურთო შეხვედრის დაწყებამდე კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამგებელმა ფეხბურთელებს მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო თასი გადასცა.