ადიგენში სოფ.არალში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

ადიგენში სოფ.არალში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ამულატორიის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა, მოეწყო წყლის სისტემა,ელექტო გაყვანილობა,თაბაშირ- მუყაოს ჭერი, შეიღება კედლები და აღიჭუვა ყველა საჭირო ინვენტარით.

რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 6281 ლარი გამოიყო,რომელიც მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა.დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა. მოსახლეობა განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს, ვინაიდან ამბულატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელვანი იყო ადგილობრივებისთვის.