მიხეილ სააკაშვილი - სასამართლო სხდომა გადაიდო, როგორც ჩანს, „საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს

მიხეილ სააკაშვილი - სასამართლო სხდომა გადაიდო, როგორც ჩანს, „საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს მოგვიანებით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

”ახლა ქალაქ მოსტისკაში მივემგზავრები, სადაც დღეს, ჩემი სახლში დაბრუნების საქმის განხილვა უნდა გაიმართოს, მაგრამ მე შემატყობინეს, რომ სასამართლო სხდომა გადაიდო და 16:15 საათზე გაიმართება.

როგორც ჩანს, მათ ჯერ ამ ”საუკუნის დანაშაულის” ყველა მტკიცებულების შეგროვება ვერ მოასწრეს. რას ვიზამთ, დაველოდები, მთავარია, რომ მშობლიურ მიწაზე ვარ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლო სხდომა ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკაში გაიმართება.