„ქართული ოცნების“ აგიტაცია არ მიწარმოებია, ეს იყო მექანიკური შეცდომა და დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?

„ქართული ოცნების“ აგიტაცია არ მიწარმოებია, ეს იყო მექანიკური შეცდომა და დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?

მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა, - ეს განცხადება შუახევის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა დარჩიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გააკეთა.

პედაგოგი გამოეხმაურა პირველ კლასელებთან გადაღებულ ფოტოს, რომელშიც ბავშვებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.

მისი თქმით, სკოლაში დროშები ბავშვებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც თავად მოსწავლეებმა ითხოვეს. მანანა დარჩიძის თქმით, სკოლაში „ქართული ოცნების“ აგიტაცია არ უწარმოებია.

„აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?“,- აცხადებს მარინა დარჩიძე.