თუ მხოლოდ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაშინ სააკაშვილის შანსები უკრაინაში ძალიან მაღალი არ არის

თუ მხოლოდ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაშინ სააკაშვილის შანსები უკრაინაში ძალიან მაღალი არ არის

სააკაშვილის შანსები უკრაინაში ძალიან მაღალი არ არის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა. თუმცა, ბერძენიშვილის თქმით, უცნობია, რა სახის მხარდაჭერააა ამ პროცესებში სააკაშვილის მიმართ.

„თუ მხოლოდ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაშინ მისი შანსები უკრაინაში ძალიან მაღალი არ არის, თუნდაც ტიმოშენკოსთან და მთელ ოპოზიციასთან ერთადაც კი. თუმცა, ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, თუ რა ტიპის მხარდაჭერა აქვს. უკრაინა დიდი ქვეყანაა და მე არ ვგულშემატკივრობ უკრაინაში არა მარტო სააკაშვილის, არამედ სხვა უცხოელების გააქტიურებას. მე არც პოროშენკო მომწონს, არც სააკაშვილი, არც ტიმოშენკო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უკრაინის არც ერთი წინა პრეზიდენტი არ იყო მოსაწონი იუშჩენკოს ჩათვლითაც კი. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ უკრაინა არის ძალიან ჩარჩენილი საბჭოთა დროში. უკრაინას დიდი გზა აქვს გასასვლელი, თუნდაც საქართველომდე, რომ მივიდეს, რომელიც საცოდავი დემოკრატიით რეგიონში წინ მაინც არის. სააკაშვილი სხვანაირად ფიქრობს და მას თავისი გეგმები აქვს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის აქტივობა უკრაინაში დადებითად მოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგზე საქართველოში.

”მისი აქტივობა დადებითად იმოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგზე. სააკაშვილმა ისე დაგეგმა, რომ 17, 18, 19 ოქტომბერს იქნება აქტიური, საქართველოში არჩევნევნები კი 21 ოქტომბერსაა. მას უნდა, რომ თავის პარტიას ასეთი გზით დაეხმაროს იქიდან. არ მიკვირს მისი მომხრეების, რადგან არავინ არის ”ნაციონალურ მოძრაობაში” სააკაშვილის ტოლფარდი, არც 1/3 და არც 1/10 და ამიტომ ებღაუჭებიან”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.