ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - რუსეთ- ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - რუსეთ- ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, ”დასავლეთი-2017” დიდი ომისთვის მომზადებას ჰგავს , - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტერ პაველმა განაცხადა, იუწყება Delfi.

“ზოგადად ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დიდი ომისთვის სერიოზული მომზადებაა”, - აღნიშნა გენერალმა.

პეტერ პაველის თქმით, თუ წვრთნებს რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ, არანაირი შეშფოთების საბაბი არ უნდა არსებობდეს.

”მაგრამ თუ ჩვენ ამას უფრო ფართოდ შევხედავთ, ამაში არის შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან ეს წვრთნები არც თუ ისე გამჭვირვალეა, - აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.