მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს

მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს

მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს გეგმავს. მანამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც არსებული ინფორმაციით, 22 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.

მომავალი კვირა არასასესიო კვირაა, შესაბამისად, საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება 48 საათში შეიკრიბოს და სხდომა ჩაატაროს.

“ჩვენ სიღრმისეულად, დიდი ინტერესით გავეცნობით ვენეციის კომისის დასკვნას. პირადად მე არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ დასკვნაში რაიმე სახის სამართლებრივი შენიშვნები იქნება. ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა გავითვალისწინეთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.