სერგეი ლავროვმა და რექს ტილერსონმა სირიის საკითხში თანამშრომლობაზე და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს

სერგეი ლავროვმა და რექს ტილერსონმა სირიის საკითხში თანამშრომლობაზე და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სირიის საკითხში თანამშრომლობა და უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დარეგულირება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მხარეებმა სირიის საკითხში თანამშრომლობა და აფრიკის ჩრდილოეთში შექმნილი სიტუაციის სხვა ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციის მიმდინარეობას“, - განაცხადეს უწყებაში.

ლავროვისა და ტილერსონის შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.