ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას მოიცავს

ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას მოიცავს

ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოიცავს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრმა დენიელ ფრიდმა განუცხადა.

ფრიდი დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, მაგრამ მას სურს, რომ ჰქონდეს საქართველზე კონტროლი. მისი თქმით, რუსეთს სურს, საქართველო იყოს სუსტი სახელმწიფო, აშშ-ს - ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დემოკრატით და კანონის უზენაესობით, რომელიც შეძლებს, უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს.

„რამდენიმე ხნის წინ თბილისში იყო ვიცე-პრეზიდენტი პენსი, მე წავიკითხე მისი გამოსვლა და ძალიან მომეწონა. პრეზიდენტ ტრამპს თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს. წინასარჩევნო კამპანიისას მან ძალიან ბევრი ისეთი რამ თქვა, რასაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა კარგი და გონივრულია. ის მოიცავს რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას“, - განაცხადა ფრიდმა.