ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული

ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებული საქმის განხილვა დღეს არის ჩანიშნული.

სააკაშვილის საქმეზე ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

საუბარია 10 სექტემბერს, „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს საქმიანობის ვადა ამოეწურა, ნაწილი კი შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, მოხდება თუ არა სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს, ამ ეტაპზე უცნობილია.

კოდექსის თანახმად, სააკაშვილს აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.