მარსელში რკინიგზის სადგურზე უცნობმა მამაკაცმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მჟავა შეასხა

მარსელში რკინიგზის სადგურზე უცნობმა მამაკაცმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მჟავა შეასხა

მარსელში „სენტ ჩარლზის“ რკინიგზის სადგურზე უცნობმა მამაკაცმა ამერიკელ ტურისტებს სახეში მჟავა შეასხა. 20 და 21 წლის გოგონები სადგურზე ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან. პოლიციამ მომხდარში ეჭვმიტანილი 41 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ვარაუდით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება.