18 სექტემბერს, 14:30 საათზე, კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ხუთ ფინალისტს დაასახელებენ.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მისამართი: თბილისი მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალი, ც. დადიანის 164, კიკვიძის ბაღი.