მომავალ წელს სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზება დაიწყება

მომავალ წელს სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზება დაიწყება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სვანეთში „ნენსკრა-ჰესის“მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის  გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება სვანეთში - მიმდინარეობს „ნენსკრა-ჰესის“მშენებლობა. ესპროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობის გზაზე. მისი განხორციელებისთვის ჩვენს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის.
ჩვენ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი დ აფოთს შევძინეთ ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურა. მალთაყვას სანაპირო ზოლის მშენებლობა გრძელდება და საბოლოოდ ფოთი, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსსაც შეიძენს.

ამ რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მთლიანად მოწესრიგება. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზებას, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა და გადაადგილება გახდება უფრო უსაფრთხო. 

ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ  გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემაზუგდიდში, სენაკში, ფოთში, აბაშაში, მესტიაში, ჯვარში. წყლის პრობლემაუკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, სადაც მოსახლეობა სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. მომავალ წელსზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც  მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ“, - აღნიშნა მტავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმ ადღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.