პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოში ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელებით აფხაზი ძმების ნდობის მოპოვებას იმედოვნებს.
„ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება. ამ პროექტის ღირებულება ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანაკლიის პორტის ამოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მასშტაბის პორტის არსებობით, საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მისიას აბრეშუმის გზაზე და გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი რეგიონში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდებაათასობით ახალი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთსაუნივერსიტეტო კლინიკა გამყოფ ხაზთან, სოფელ რუხში.კლინიკის აშენება საბოლოოდ 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და სულ მალე იქ მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტებისთვის. ეს კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთო საცხოვრებლით რეზიდენტებისთვის დასამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახისწევრებისთვის.
აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, სადაც ცნობილი კომპანიები ოპერირებენ. ამ ცენტრით, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ასე რომ, ეს პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისითარის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეხვედრის ადგილიც არის, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი არის, რაც ძალიან სასიხარულოა.
შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ ტურისტული კომპლექსი ენგურჰესზე. ჩვენ ვიწყებთ ამ უნიკალური პროექტის განხორციელებას და ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება. ენგურჰესის ტურისტულცენტრს ექნება ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა“, - განაცხადა ზუგდიდში გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმადღესზუგდიდში, სამეგრელო-ზემოსვანეთისმერობის 9 კანდიდატიწარადგინა.
21 ოქტომბერსსაქართველოშითვითმმართველობისარჩევნებიჩატარდება.