პეტრო პოროშენკო დონალდ ტრამპთან დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის დახმარებას განიხილავს

პეტრო პოროშენკო დონალდ ტრამპთან დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის დახმარებას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებას განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, განხილული იქნება ოკუპირებული დონბასის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ასევე ვისაუბრებთ ერთობლივ ტაქტიკაზე, ვინაიდან ეს საკითხი უკვე განხილული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად. ჩვენ ყველაფერი ეს მაღალ დონეზე უნდა შევათანხმოთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რა საკითხებს წამოჭრის ამერიკული მხარე.

21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გერბერტ მაკმასტერმა განაცხადა.