რომან გოცირიძე გენერალურ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენით

რომან გოცირიძე გენერალურ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენით "სასიამოვნოდ გაკვირვებულია"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ქვეყნის მთავარ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას ამ ეტაპზე პოზიტიურად აფასებს.

"იმდენად ცუდი კანდიდატურები იყო დასახელებული, რომ სასიამოვნოდ გაგვიკვირდა. ესა არის ადამიანი, რომელიც მუშაობდა საბანკო სისტემაში და მას აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, ამიტომ ეს იძლევა დამაიმედებელ საფუძველს",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რამდენად იქნება მექვაბიშვილი დამოუკიდებელი, პრინციპული და დაემორჩილება თუ არა მთავრობის ზეწოლას.

ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის კანდიდატად პარლამენტს ირაკლი კობახიძემ დღეს