კახა კალაძემ ამის შესახებ გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მისი კარიერული წინსვლა სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო.
„ჩემი წარმატებაზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად ამ ადგილიდან - გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდასახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“ - განაცხადაკახაკალაძემ.
დღეს, კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გლდანის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი - ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.