გია მურღულია:  დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაცია ყალბდებოდა

გია მურღულია: დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაცია ყალბდებოდა

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია აცხადებს, რომ დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  ინფორმაცია ყალბდებოდა.

საზოგადოებრივს გია მურღულიამ განუცხადა, ასევე რომ დემირელის კოლეჯში 361 ბავშვი სწავლობდა, სკოლის ჟურნალებში კი 476 მოსწავლეა რეგისტრირებული.

ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს, რომ ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო ნორმების დარღვევას. დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბდებოდა ინფორმაცია. არარეალურად მცირე დროში ხდებოდა მოსწავლის მიღება, მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა, გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაზე. არ მინდა, ამას იურიდიული კვალიფიკაცია მივცე, მაგრამ ეს დანაშაულის და თაღლითობის აშკარა ნიშნებს შეიცავს", - განაცხადა გია მურღულიამ.

მისივე თქმით, სამინისტრომ მიმართა ხარისხის მართვის ცენტრს, რომ მან განსაზღვროს მიზანშეწონილობა ამ დოკუმენტების პროკურატურაში გადასაგზავნად.

"დირექტორი ჩვენ კითხვებს ბუნდოვნად და არადამაჯერებლად პასუხობდა. ბოლოს მან ისიც განგვიცხადა, რომ ბევრჯერ იძულებული იყო გაეთვალისწინებინა დამფუძნებლების მოთხოვნები. მიგვანიშნა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის", - განაცხადა მურღულიამ.

დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა.