თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება

თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება

თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

„აღნიშნული დერეფანი მნიშვნელოვანია როგორც იმ საქონლისა და მომსახურების გატანისათვის, რასაც აწარმოებს თურქმენეთი, ასევე, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვისაც მნიშნელოვანია ამ მიმართულებებით მოხდეს მოწოდების დივერსიფიკაცია. ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი პერსპექტივაა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, ასვე გაიმართა დიმიტრი ქუმისიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.