ზაზა გაბუნია:  ირაკლი პეტრიაშვილს მოვუწოდებ, დაუყონებლივ დაასრულოს პოლიტიკური ბაკქანალია

ზაზა გაბუნია: ირაკლი პეტრიაშვილს მოვუწოდებ, დაუყონებლივ დაასრულოს პოლიტიკური ბაკქანალია

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია “საქართველოს რკინიგზის” ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს. ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ პროცესები გარედან არის ინსპირირებული და იგი ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. 

“ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდები რკინიგზის ირგვლივ პოლიტიკური ხანძრის ხელოვნურად გაჩენის დაუფარავ მცდელობას. რაშიც სრულიად არაორზაროვნად იკითხება რკინიგზის მენეჯმენტის მიერ შექმნილი წარმატებული სახელმწიფო კომპანიის იმიჯის დაზიანების სურვილი. ეს ცუდია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ვხედავთ ეს ყველაფერი ბატონი პეტრიაშვილის პოლიტიკური ამოცანების და გეგმების შესრულებისთვის კეთდება, რაც მან დაადასტურა კიდეც. კარგად ორგანიზებული, სწორად ფუნქციორებადი პროფკავშირები უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია დემოკრატიული საზოგადოების და ვხედავთ რომ პროფკავშირების საქმიანობის ამგვარად წარმართვის რესურსი ბატონ პეტრიაშვილს არ აქვს. პოლიტიკური ამოცანებით დატვირთული პროფკავშირები კი არის ინსტრუმენტი დასაქმებულების საკუთარი ვიწრო და სუბიექტური ამოცანების უზრუნველყოფის საქმეში, რაც სახეზეა ამ შემთხვევაში. მივმართავ მათ, რკინიგზის პოლიტიზირება დაუშვებელია, რკინიგზაში ქაოსის დათესვის სურვილი მავნებლობაა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. მეორე მხრივ, თუ არსებობს მოსაზრება რაც უნდა იცოდეს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, არსებობს ამის გამოთქმის და გაზიარების უამრავი დემოკრატიული და საქმიანი ფორმატი. ამიტომ მე მოვუწოდებ ბატონ პეტრიაშვილს, დაუყონებლივ დაასრულოს პოლიტიკური ბაკქანალია, ნუ ეცდება რკინიგზელების საქმიდან მოწყვეტას და საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება მასში რკინიგზელების ჩათრევის გარეშე წარმართოს”, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.