გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, ირაკლი პეტრიაშვილი აგონიაშია

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, ირაკლი პეტრიაშვილი აგონიაშია

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, არჩევნებში მისი კანიდიდატურის დაყენების გამო ირაკლი პეტრიაშვილი აგონიაშია.

ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ 19 ივნისის შემდეგ მოვლენები შეიცვალა პეტრიაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობას ფარდა აეხადა, ამიტომ გამჭირვალე და სამართლიანი არჩვენების შედეგად ის თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.

„ირაკლი პეტრიაშვილი უკვე აგონიაშია, რადგან მას არ ეგონა, თუ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა დაყენდებოდა, ანუ მივიღებდი მონაწილეობას არჩვენებში. ის წერილი, რომელსაც პეტრიაშვილი აფრიალებს და ამბობს, რომ დათო ოხიტაშვილი სთხოვდა კენჭი ეყარა მეოთხედ პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე, მინდა გითხრათ რომ 19 ივნისის შემდეგ მოვლენები შეიცვლა და დანაშაულებრივ საქმიანობებს რფარდა აეხადა. პეტრიაშვილი არ არის პროფკავშირი, პროფკავშირი არის ის წევრები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში იმყოფებიან“, - განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომ პეტრიაშვილი შეხედულებებს შეცვლიდა.

„2012 წლის მე იმედი მქონდა,  რომ ირაკლი პეტრიაშვილი თავის შეხედულებებს შეიცვლიდა. ჩვენ ველოდებოდით ამ არჩევნებს და გვინდა არჩვენებით დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელითაც წლებია მართავს პეტრიაშვილი. გამჭირვალე უნდა გახდეს ის ქონება, რასაც პროფკავშირი ფლობს. მე ეკა ბესელიას განცხადებას ვეთანხმები.  მოვითხოვ, პროკურატურა შევიდეს ამ დაწესებულებაში და ყველაფერი შეამოწმოს. ჩემთვის მოულოდნელი იყო ჩემი კანდიდატურის დაყენება. მე მინდა პეტრიაშვილს ვთხოვო, იმ წერილის ფრიალს თავი დაანებოს.  ჩემს უკან ის ადამნიანები დგას, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ კოჰაბიტაცია დაასრულონ, ჩვენ პეტრიაშვილის ნაირ ადამიანებს არჩევნების გზით აუცილებლად დავამარცხებთ“, - აღნიშნა ოხიტაშვილმა.