პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტარსბურგში არ წავა, ოპოზიცია მაინც უნდა წავიდეს, შეხვდეს ვენეციის კომისიას და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უცვლელია.
კითხვაზე, არის თუ არა სტრასბურგში ჩასვლის თაობაზე ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა, გიორგი ვაშაძე განმარტავს,რომ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა,როცა ხელისუფლების პოზიცია გახდება ცნობილი.
''გავიგებთ რა პოზიციაზეა ხელისუფლება, ჩვენ ხომ არ ვიცით ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით ხელისუფლება რას აპირებს? რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვამბობ,რომ ვენეციის კომისიასთან ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ის პრინციპული პოზიცია,რაც გვაქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ოპოზიცია ვენეციის კომისიას წერილობით გაუგზავნის თავის პოზიციას არსებულ, ასევე გაიგებს მთავრობის პოზიციას.