რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა შესაძლოა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაეკავებინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.
„ანა კურბატოვა კიევის ცენტრში გაიტაცეს. ჩვენ ვერ ვუკავშირდებით მას. ჩვენი კოლეგა უცნობ პირებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ჩვენი მონაცემებით, ანა კურბატოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა“, - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტთან მიმართებაში მუქარებს ჰქონდა ადგილი.