თუკი დივერსიის ვერსია გაჩნდა, პირველი ეჭვმიტანილი რუსეთი იქნება

თუკი დივერსიის ვერსია გაჩნდა, პირველი ეჭვმიტანილი რუსეთი იქნება

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, მასშტაბური ხანძრის შემთხვევებთან დაკავშირებით, თუკი დივერიის ვერსია გაჩნდა ’’პირველი ეჭვმიტანილი, სწორედ რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს’’. როგორც ბათუ ქუთელიამ ’’ინტერპრესნიუსს’’ განუცხადა, ის ზოგადად დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა რუსეთზე ამ კუთხით საუბრის საშულებას აძლევს ის, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლა.

’’საქართველოს წინააღმდეგ დივერსიის მოწყობა თუ ვინმეს უნდა, ასეთი ერთადერთი, რუსეთი არის. საქართველოს საფრთხის შეფასების დოკუმენტშიც მთავარი საფრთხე რუსეთია და მისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი ალბათობით, ის მხარე, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლაში, არის რუსეთი. თუკი დივერსიის ვერსია გაჩნდა, მაშინ პირველი ეჭვმიტანილი სწორედ რუსეთი იქნება. ჩვენს სამეზობლოში სხვას ასეთი ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ არავის აქვს’’, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.