აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირები ერთვებიან

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირები ერთვებიან

აბასთუმანში სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირებს ამის საკმაო გამოცდილება აქვთ.

”ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამ სამუშოებში. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც ლოცვით, ასევე ფიზიკურად ჩავერთოთ. მონასტრებში საკმაოდ გამოცდილი ადამიანები გვყავს, რომელთაც იციან მუშაობა. ველოდებით, თუ რომელ მხარეს გაგვანაწილებენ და მივიღებთ მონაწილეობას ცეცხლის ჩაქრობაში”, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.