ირაკლი პეტრიაშვილს დავით ოქიტაშვილი ჩაანცვლებს

ირაკლი პეტრიაშვილს დავით ოქიტაშვილი ჩაანცვლებს

დავით ოქიტაიშვილმა კოლეგებთან დისკუსიის გამართვის შემდეგ გადაწვიტა, რომ სექტემბერში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

ოქტიაშვილმა განაცხადა, რომ გამოწვევას იღებს და პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დამარცხებას  მთელი ძალის მობილიზებითა და კოლეგების მხარდაჭერით შეძლებს.

ამის შესახებ ოქიტაშვილმა კავშირის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„თქვენ იცით დაახლოებით რამდენი წელია ვურთიერთობთ და ვერ დაასახელებთ, რომ როდესმე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიმეღოს. ჩვენ ერთად ვიღებდით ყოველთვის გადაწვეტილებას. ახლა კი გისვამთ კითხვას: ერთი თეთრი პეტრიაშვლს ხელოვნების პროფკავშირებისთვის გაუღია? თქვენს წინადადებას მივიღებ, იმ პროფკავშირებში ყოფნას სადაც გაერთიანებულია ასეთ ცნობიული ადამიანები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს?  ჩვენ უნდა გავაღოთ კარი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ქონების მფლობელი პროფკავშირი. ჩემთვის არის ძალიან რთული, მე ვიცი რა ბინძურ ძალას ვეჯახები. მჯერა, რომ  ერთად მას ჩვენ დავამარცხებთ. მე არ ვაპირებ პეტრიაშვილთან ბრძოლას იმ მეთოდებით, რომელიც თორმეტი წელი თავად იბრძვის. მე ვიღებ ამ გამოწვეას, ჩემო კოლეგებო და სექტემბერში დავაყენებ ჩემს კანდიდატურას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - განაცხადა ოქტაშვილმა.

დღეს, რუსთაველის თეატრში, 12:00 საათზე, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი კავშირის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, კერძოდ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დატოვების შესახებ იმსჯელეს.