ჩვენ ნათლად მივიღეთ ჩრდილოეთ კორეის ბოლო მესიჯი - ამ ქვეყანასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი

ჩვენ ნათლად მივიღეთ ჩრდილოეთ კორეის ბოლო მესიჯი - ამ ქვეყანასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი

ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის მორიგ გაშვებას.

„ჩვენ ნათლად და ცხადად მივიღეთ ჩრდილოეთ კორეის ბოლო მესიჯი“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მეზობლების, გაერო-ს წევრების მიმართ უპატივცემლობას ამჟღავნებს.

„დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები მხოლოდ ზრდიან ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის იზოლირებას. ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენება შესაძლებელია“, - დასძინა აშშ-ს ლიდერმა.

გუშინ, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეატყობინა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა.

როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რაკეტა, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.