„ქართული ოცნება

„ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს 2 სექტემბერს წარადგენს

„ქართული ოცნება" იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს.

წარდგენა ქუთაისში, ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან მოხდება.

ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები 25 აგვისტოს უნდა დაესახელებინათ, თუმცა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო წარდგენა გადაიდო.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით,  ქუთაისის მოქმედი მერი შოთა მურღულია კანდიდატად აღარ იქნება დასახელებული და მის ნაცვლად ვიცე-გუბერნატორს, გიორგი ჭიღვარიას წარადგენენ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მერი ეწოდათ.