დიდველის საბაგიროზე დარჩენილი დამსვენებლები მაშველების დახმარებით ჩამოიყვანეს

დიდველის საბაგიროზე დარჩენილი დამსვენებლები მაშველების დახმარებით ჩამოიყვანეს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები ჩამოყვანილია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ხალხის საბაგიროებიდან ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა.

ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი, ვინც სურვილი გამოთქვეს, დასახლებულ პუნქტამდე მანქანით თავად კომპანიის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს, თუმცა დამსვენებლების ნაწილი ფეხით ჩამოვიდა.

ბაკურიანში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროები გაითიშა, რის გამოც დამსვენებლების ნაწილი გონდოლებში დარჩა და გადმოსვლას ვერ ახერხდება.