გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ

გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ

გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„მე თურქეთთან კარგი ურთიერთობები მსურს, მაგრამ რეალობას სახეში უნდა შევხედოთ“, - აღნიშნა მან.

ანგელა მერკელმა თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და გერმანიის მოქალაქეების დაკავებაზე ისაუბრა.

„ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკის განახლება მოგვეხდინა“, - განმარტა გერმანიის კანცლერმა.