ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ატყუებს

ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ატყუებს

სამწუხაროდ, ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყუება და ატყუებს, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დიალოგი შეწყვიტა.

"აცხადებენ, თითქოს მზად არიან დიალოგისთვის, მაგრამ მათ რეალური დიალოგი და მსჯელობა კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით შეწყვიტეს. ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არაერთხელ მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციის მიუხედავად, მათ მეორე მოსმენით მიიღეს კონსტიტუცია და პირდაპირ ამბობენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ჩვენ გვაქს მკაფიო პოზიცია ოთხ პუნქთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა შედგეს დიალოგი, თუმცა რეალურად, სიტყვა დიალოგი შინაარსისგან დაცლილია და უნდათ მოატყუონ საერთაშორისო თანამეგობრიბა და ქართული საზოგადოება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.