მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს ამომწურავი ინფორმაცია

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს ამომწურავი ინფორმაცია

მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ასეთი შემთხვევა იყო „გაზპრომთან“ მიმართებაში. ამასთან, მისივე თქმით, ცუდია, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი ტენდენციის სახეს იძენს.

„უმთავრესი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა მაშინ, როდესაც მიიღება ეს თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდეს  ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს მის უკან მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი შემთხვევა გვქონდა „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი ტენდენციის სახეს იძენს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.