ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მტკიცედ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვება.
იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეაჩეროს სარაკეტო პროგრამები.
„მტკიცედ ვგმობ ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მიმართულებით რაკეტების აგრესიულ გაშვებას. ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეაჩეროს თავისი სარაკეტო პროგრამები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
გუშინ, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეატყობინა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა.
როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რაკეტა, სავარაუდოდ, წყნარ ოკეანეში ჩავარდა, ჰოკაიდოს კუნძულიდან 1180 კილომეტრის მოშორებით.