შს მინისტრის განცხადებით, ახალციხეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ჩართვის საჭიროება არ არის

შს მინისტრის განცხადებით, ახალციხეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ჩართვის საჭიროება არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონის სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

„ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მათ ჩართვასაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება. ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე არ მივა და ჩვენ ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ

პანიკის საფუძველი არ არის.