ახალციხეში დავამატეთ ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება

ახალციხეში დავამატეთ ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზებას ”უახლოეს პერიოდში” ელოდება.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მისივე თქმით, ტერიტორია მიუვალია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

”რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება,” - განაცხადა შს მინისტრმა.